ბიზნესისთვის საუკეთესო ყოფილ საბჭოთა ქალაქებს შორის თბილისიც მოხვდა

„ფორბსის“ რუსულმა გამოცემამ ყოფილი საბჭოთა ქალაქების რეიტინგი წარმოადგინა, რომელიც ბიზნესის კეთების მხრივ რუსებისთვის მიმზიდველია.

რეიტინგში თბილისი მეცხრე ადგილზე მოხვდა.

რუსული „ფორბსის“ ცნობით, თბილისში რუსების 3%-ს აქვს ბიზნესი.

„2011 წელს რუსმა მეწარმე იგორ კრიუკოვმა თბილიში უზბეკური სამზარეულოს რესტორანია „ფერგანა“ გახსნა და ქსელის განვითარებას აპირებდა. ბიზნესმენი ადგილობრივ მედიასთან აცხადებდა, რომ მალე საქართველო სინგაპური გახდებოდა. თუმცა, „შეცდომების გამო“ კრიუკოვმა რესტორანი დახურა. ამჟამად რუსი მეწარმე პერსონალისა და სასტუმროების მართვის კუთხით კონსულტაციებს იძლევა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები თბილისში სულ უფრო ხშირად იწყებენ ბიზნესს - ხსნიან ავტომობილების გაქირავების სააგენტოს, რესტორნებსა და ჰოსტელებს“, - წერს „ფორბსის“ რუსული გამოცემა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რეიტინგში მოხვედრი ქალაქებს შორის თბილისში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლია - 29%.

რეიტინგში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების 20 ქალაქი მოხვდა, მათ შორის კიევი, ბიშკეკი, ოდესა, ბაქო, ერევანი, ტალინი და ვილნიუსი.