ბიზნესომბუდსმენი ტყიბულში ჩასვლას და გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას გეგმავს

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ტყიბულში ჩასვლას და გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას გეგმავს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ტყიბულში განვითარებულ პროცესებს.

"პრემიერმა თქვა, რომ ბიზნესომბუდსმენი აპირებს ჩავიდეს და შეხვდეს მათ და კონკრეტული წინადადებები განიხილონ. მე ვფიქრობ, არის პოზიტიური ეტაპი ამ პროცესში", - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ტყიბულში პროცესები ახლა კონსენსუსისკენ მიდის.