აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს, რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს

საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს, რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს, გაწევრიანებაზე კი ამის შემდეგ იფიქროს , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ ორ მთავარ რამეს მიაღწია:

"შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მუდმივი რუსული საფრთხის მიუხედავად და მოახდინა დემოკრატიული გარდაქმნები. უკრაინის მსგავსად, საქართველოში რეგულარულად არჩევნები ტარდება, ქვეყნებს ყავთ ოპოზიციური პარტიები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ახლა, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაა. მოსახლეობის განათლების მაღალ მაჩვენებელს, სოფლის მეურნეობის რესურსებსა და საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობის შექმნა შესაძლებელია", -განაცხადა უილიამ კორტნიმ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი, ექსპერტების აზრით, სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება უნდა გახდეს.

"საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს, რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს, გაწევრიანებაზე კი ამის შემდეგ იფიქროს", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.