2019 წლისთვის მობილური გადახდებით 5 მილიარდამდე ადამიანი ისარგებლებს

კონსალტინგური კომპანია Ovum-ის პროგნოზით, 2019 წლისთვის მობილური გადახდებით 4,77 მილიარდი ადამიანი ისარგებლებს.

2014 წელს ეს მაჩვენებელი 689,99 მილიონი იყო. თუმცა სმარტფონებისა და მობილური გადახდის სისტემის გამოჩენა უახლოეს წლებში საგრძნობლად გაზრდის მობილური გადახდებით მოსარგებლეთა რიცხვს.

კომპანიის ვარაუდით, ასევე გაიზრდება მობილური გაყიდვები. „ოვუმის“ პროგნოზით, 2019 წელს მობილურით ყიდვებს 2,07 მილიარდი ადამიანი განახორციელებს, 2014 წელს კი ამ სერვისით 452,78 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

საერთო ჯამში, m-commerce-ის სეგმენტში გადახდების მოცულობა 693,36 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება 2014 წელს დაფიქსირებული 50,92 მილიარდი დოლარიდან.