ბრიტანეთის საწევრო შენატანი ევროკავშირში 12.9 მილიარდ ფუნტს შეადგენს

ყოველწლიური საწევრო შენატანი, რომელიც ბრიტანეთმა უნდა გადაიხადოს ევროკავშირის ბიუჯეტში, 17.8 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. თუმცა, როგორც euronews.ge წერს, ბრიტანეთი ამ თანხას სრულად არ იხდის 1985 წელს მარგარეტ ტეტჩერის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების გამო. Telegraph-ის ცნობით, ეს თანხა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (Foreign Office) ბიუჯეტზე (9 მილიარდი ფუნტი) მეტია და თითოეულ ბრიტანელზე დღეში 200 ფუნტს შეადგენს. ამავე დროს, ეს ყოველდღიურად 35 მილიონი ფუნტი სტერლინგია, თუმცა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები, 55 მილიონს იყენებენ კამპანიაში, რაც თეორიულად სწორია, მაგრამ საბოლოოდ, რეალურად ბრიტანეთი 35 მილიონს იხდის.

ბრიტანეთის მიერ ევროკავშირში გადახდილი საწევრო თანხიდან 1 მილიარდი ფუნტი საერთაშორისო დახმარებების პროგრამებზე იხარჯება. ვინაიდან საერთაშორისო დახმარება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ამ თანხას ბრიტანეთი მაინც დახარჯავდა, რომ არ ყოფილიყო ევროკავშირში. ბოლო დრომდე ბრიტანეთი და გერმანია ევროკავშირის ყველაზე დიდი კონტრიბუტორები იყვნენ, თუმცა ბოლო 5 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ათი სხვა წევრი სახელმწიფო არანაკლებს ხარჯავს და იმაზე მეტს, ვიდრე ისინი ევროკავშირიდან იღებენ ყოველწლიურად სხვადასხვა პროგრამების სახით. პერ კაპიტა დათვლით, ბრიტანეთი ევროკავშირში მერვე ადგილზეა საწევროს ოდენობით, ხოლო ყველაზე დიდი გადამხდელი ამ სქემით ჰოლანდიაა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1009