სოფელ ცხრამუხაში საბავშვო ბაღი გარემონტდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, დასრულდა სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ჯამურმა ღირებულებამ 18 592 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ბაღის აღსაზრდელთა პირობები სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ გაუმჯობესდა.

ცხრამუხის საბავშვო ბაღში 61 აღსაზრდელია.