გაფიცული მაღაროელები აქციას ტყიბულის გამგეობასთან აგრძელებენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები აქციას ქალაქის გამგეობასთან აგრძელებენ. აქციაზე იმყოფებიან სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე.

ელისო ჩაფიძემ აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ დღეს მათთან შესახვედრად ჩავა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც ასევე შეხვდება კომპანიის ხელმძღვანელობას. საგაფიცო კომიტეტის წევრები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ ერთად დადგნენ, რათა მიზანს მიაღწიონ.

ტყიბულელი მეშახტეები უკვე მე-17 დღეა გაფიცულები არიან.