ელისო ჩაფიძე - ტყიბულის მაღაროების კონსერვაცია მიუღებელია

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძისთვის მაღაროების კონსერვაცია მიუღებელია. როგორც ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ მხარეები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

"ტყიბულის მაღაროების კონსერვაცია არის მიუღებელი ჩვენთვის. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ საქმის მოგვარებაში. იცით, რომ ეს არის სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მე პირადად მხარეებს ვთავაზობ, მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან, წავიღოთ სასამართლოში სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ტყიბულში მაღაროელების აქცია გრძელდება.