ირაკლი ლექვინაძე - გადაწყვეტილება რუსული ავტობუსების შეძენაზე არ არსებობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხდებით, რუსული კომპანია "Группа ГАЗ"-ის ავტობუსების შემოყვანაზე გადაწყვეტილება არ არსებობს.

"ინფორმაცია არის არასწორი, არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს! გამოცხადებულია ღია საერთაშორისო ტენდერი EBRD-ის პროცედურების შესაბამისად, სადაც მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც საკმაოდ მკაცრ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პროცესი არის ტრანსფარანტული და არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვთ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს. ვინმეს მხრიდან ტენდერში მონაწილეობის სურვილი არ ნიშნავს, რომ თბილისში ამ კომპანიის ავტობუსები იმოძრავებს", - დაწერა ირაკლი ლექვინაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, მერია თბილისში "Группа ГАЗ"-ის ავტობუსების შემოყვანას გეგმავს.