თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანია „სომხეთის“ დაფუძნებას უარყოფს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი სომხეთში ავიაკომპანია „სომხეთის“ დააფუძნების შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

"ეს აბსოლუტური სიცრუეა. ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა. 

სომხურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ გაიაშვილმა

ავიაკომპანია "სომხეთი" დააფუძნა, რომლის აქციების ნაწილი "სომხეთის მოქალაქეებს" ეკუთვნით, მცირე ნაწილი კი თამაზ გაიაშვილს.