Socar-ის პრეზიდენტი - Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.

მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონი კუბური მეტრით.

"ადრე "შაჰ დენიზიდან" საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძლებთ ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს", - განუცხადა აბდულაევმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდს".

მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, "შაჰ დენიზიდან" დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება.