დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ ქენან ილდირიმს და აღნიშნული გაერთიანების სხვა წევრებს შეხვდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა.

აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ თბილისში უახლოეს პერიოდში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქართულ-თურქული ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენლებთან", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.