"წითელ ხიდზე" დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

"წითელ ხიდზე" დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე უ.რ., რომელსაც, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი - 154,17 გრ. ოქროს ნაკეთობები და 122 ცალი ბრილიანტის თვალი - აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 18169,05 ლარი", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.