ნოდარ ხადური - 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული

2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მაშინ შევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, "თუ როდიდან და რა დიზაინით ამოქმედდება ახალი საგადასახადო კანონმდებლობა".