ტყიბულში მაღაროელებმა კარვები დაშალეს

ტყიბულში მაღაროელებმა ადმინისტრაციის შესავლელთან კარვები დაშალეს. ტყიბულში აქციის მონაწილეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მაღაროებში საწარმოო პროცესი სრულად აღდგა.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, მოხდა შეთანხმება მათსა და კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელობას შორის და ისინი შახტაში დაბრუნდნენ სამუშაოდ.

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, 1-ელი მარტიდან მოხდება მათი ხელფასების 7%-ით მომატება. 1-ელი აპრილიდან 7%-იან მატებას დაემატება 3% და მათი ხელფასები მთლიანობაში 10%-ით გაიზრდება. ასევე მათ ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ გაცდენილი დღეები.