„ურალის ავიახაზები“ სანკტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რეისებს

რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ საქართველოში მარშრუტებს ზრდის.

რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანია სანკტ-პეტერბურგი-ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, რეისები 16 მაისიდან, კვირაში ორჯერ - ორშაბათობითა და პარასკეობით შესრულდება.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისებს ამჟამად ოთხი რუსული ავიაკომპანია ახორციელებს - „სიბირი“, „აეროფლოტი“, „ტრანსაერო“ და „ურალის ავიახაზები.