"საქპატენტის" და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით, ადვოკატებისა და პატენტრწმუნებულებისათვის მრგვალი მაგიდა გაიმართა.

როგორც "საქპატენტში" აცხადებენ, ადვოკატებსა და პატენტრწმუნებულებს სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის საკითხების შესახებ საქპატენტის ახალი მიდგომები გააცნეს.

მრგვალი მაგიდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გახსნეს, რის შემდეგაც მრგვალი მაგიდა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

"საქპატენტის სააპელაციო პალატაში გასულ წელს სასაქონლო ნიშნებზე შემოსული საჩივრების 20%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ექსპერტიზის ხარისხის ამაღლებამ და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვამ განაპირობა", - განმარტავენ საქპატენტში.