საბერძნეთი ევროკავშირისგან ნახევარ მილიარდამდე ევროს ითხოვს

საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირისგან ნახევარ მილიარდამდე ევროს ითხოვს. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით euronews.ge წერს.

უფრო კონკრეტულად, სააგენტოს განმარტებით, საბერძნეთმა ლტოლვილთა ნაკადის სამართავად თანხის გამოყოფის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის წერილობით მიმართა. საუბარია 470 მილიონი ევროს გამოყოფაზე.

"მაკედონიასთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საბერძნეთში 100 ათასზე მეტი ლტოლვილია განთავსებული. საბერძნეთის მთავრობის მიმართვა ევროკომისიას უკვე გაეგზავნა ოფიციალური არხებით. სამთავრობო გეგმის მიხედვით, 50 000 ლტოლვილი ბანაკებში, ხოლო მეორე 50 000 სასტუმროებში განთავსდება", - წერს euronews.ge.

აღსანიშნავია, რომ 3 მარტს დონალდ ტუსკი საბერძნეთის პრემიერ ციპრასს შეხვდება.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1079