ზუგდიდში მოვაჭრეებმა ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს

ზუგდიდში, ბაზრის შესასვლელში მოვაჭრეების აქცია გაიმართა. მოვაჭრეებმა ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს და მერიის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელის თანახმადაც დახლები იჯარით გასხვისდა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესებზე საუბრობენ და ტენდერის გაუქმებას ითხოვენ.

აქციაზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და ისინი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.