შეფერხებები ენერგეტიკაში - მთავრობამ 4 კომპანიას მემორანდუმები შეუწყვიტა

ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო მიმართულებით კვლავ შეფერხებებია, მთავრობამ ერთდროულად ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული მემორანდუმები შეუწყვიტა. მათ შორისაა კომპანიები: "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი", "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი" და "თრიალეთი 2013". ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მემორანდუმების შეწყვეტა კომპანიების მხრიდან პირობების დარღვევას უკავშირდება. უწყებაში განმარტავენ, რომ დარღვეულია კვლევის ვადებთან დაკავშირებული პირობები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დარგში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ ინვესტორებს მსგავსი გადაცდომების გამო პრობლემები არ უნდა შეუქმნას. ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ინტერესებს უკავშირდებოდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე