ევროკავშირი მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად პირველ ეტაპზე 300 მილიონ ევროს დახარჯავს

ევროკავშირი მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად ასობით მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ euronews.ge წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისია დღეს წარმოადგენს გეგმას, რომლითაც ყველა ის ქვეყანა დაფინანსდება, რომელსაც ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება უწევს.

ამისთვის ევროკომისია ითანამშრომლებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩართულია მიგრანტების საკითხებში.

წინასწარი მონაცემებით, ევროკომისია ამ მიზნით პირველ ეტაპზე 300 მილიონ ევროს, ხოლო მომდევნო 3 წლის განმავლობაში 700 მილიონ ევრომდე გამოყოფს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1120