მოსკოვის აეროპორტებიდან დაახლოებით 100 რეისი გაუქმდა

მოსკოვის აეროპორტებიდან დაახლოებით 100 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისები "დომოდედოვოს" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში უამინდობის გამო გაუქმდა.

რუსეთის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. ნალექის რაოდენობამ მთელი თვის ნორმას გადააჭარბა. ამას გარდა, გუშინ საღამოს მოსკოვი ძლიერმა ნისლმა დაფარა. როდის აღდგება რეისები, ჯერ უცნობია.