პარლამენტი კობა გვენეტაძის კანდიდატურას კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრის

პარლამენტი კობა გვენეტაძის კანდიდატურას კენჭს სავარაუდოდ, დღეს უყრის. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება ამის შესახებ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,დღევანდელ ბიუროზე გადაწყდება ეს საკითხი. საბოლოოდ კონსულტაციებს კიდევ გავივლით. უმრავლესობაში კანდიდატთან შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა შეიძლება კონსულტაციები მიმდინარეობდა. მე ნეიტრალური პოზიცია მქონდა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგანაც პრემიერი უცხადებს ნდობას, ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემთვის", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.