დონალდ ტუსკი შენგენის შენარჩუნების სამ პირობაზე საუბრობს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ლუბლიანაში სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა. როგორც euronews.ge წერს, ტუსკმა სლოვენიას შენგენის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი როლისთვის მადლობა გადაუხადა.

სააგენტოს განმარტებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად სლოვენიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე მან ყველა ქვეყნისთვის შენგენის სასაზღვრო კოდის ჩათლით, საერთო წესებისა და რეგულაციების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"დინალდ ტუსკმა შენგენის შესანარჩუნებლად 3 ძირითადი პირობა გამოყო: უკეთესი კოორდინაცია, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად ეფექტური. საბერძნეთისათვის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისათვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად წევრი ქვეყნების მზადყოფნა და უპირობო წარმატების უზრუნველყოფა ევროკავშირი-თურქეთის სამოქმედო გეგმისათვის, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიგრანტთა ნაკადი ევროპაში, რომელიც თურქეთის გავლით მოდის", - წერს euronews.ge.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1142