გერმანიის ანტიმონოპოლიური სამსახური "ფეისბუქის" წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

გერმანიის ანტიმონოპოლიური სამსახური "ფეისბუქის" წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. როგორც euronews.ge წერს, გამოძიების დაწყების საფუძველი "ფეისბუქის" მიერ "გერმანულ ბაზარზე გადაჭარბებული გავლენის მოპოვებაა მომხმარებელთა პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენების გზით".

სამსახურის ინფორმაციით, "ფეისბუქის" სამომხმარებლო შეთანხმებები სპეციალურად არის იმდენად რთული და გაუგებარი, რომ მომხმარებლები უნებურად ხდებიან თანახმა მათი პერსონალური მონაცემები გადაეცეს მესამე პირს, რაც გერმანიის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

"სამომხმარებლო ხელშეკრულებები, ე.წ. terms and conditions შეთანხმებები არის თითქმის ყველა პროგრამულ სისტემაში და "ფეისბუქში" დასარეგისტრირებლად აუცილებელია მათზე თანხმობის გამოხატვა. სამსახურის განცხადებით, "ფეისბუქის" დომინანტური პოზიცია ბაზარზე ასეთი ხელშეკრულებების ხელმოწერის არაპირდაპირ იძულებას იწვევს ამერიკული კომპანიის მხრიდან", - წერს euronews.ge.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1159