შვეიცარია ევროკავშირიდან წევრობის განაცხადს უკან გაიტანს

შვეიცარიის პარლამენტმა 126 ხმით 46 წინააღმდეგ ევროკავშირიდან 24 წლის წინ შეტანილი წევრობის განაცხადის უკან გატანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც euronews.ge წერს, საგარეო საქმეთა მინისტრის, დიდიე ბურკჰარტერის არგუმენტი, რომ 90-იან წლებში შეტანილი განაცხადი უკვე ძალადაკარგული იყო, რადგან შვეიცარია 1992 წელს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას არ შეუერთდა, პარლამენტის ქვედა პალატამ არ გაიზიარა და საკითხი კენჭისყრაზე მაინც დააყენა.

ქვედა პალატის გადაწყვეტილებას ზედა პალატის, სენატის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. სენატმა მანამდე წარდგენილი არც ერთი ინიციატივა არ გაიზიარა.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2015 წლის მარტში, ისლანდიამ ასევე გაიტანა უკან მის მიერ ევროკავშირის წევრობის 2009 წელს შეტანილი განაცხადი.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1174