პროექტ "მწვანე ბუდაპეშტსა" და ბანკ "რესპუბლიკას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

პროექტ "მწვანე ბუდაპეშტსა" და ბანკ "რესპუბლიკას" შორის მემორანდუმი გაფორმდა.ხელმოწერის ცერემონიალი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town"-ში გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, მერკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ოღუზ ქაან ქარაერმა და ბანკ "რესპუბლიკას" ალტერნატიული არხების მართვის სამსახურის უფროსმა ნათია ფრანგულაშვილმა.

მემორანდუმი მომხმარებლებისთვის გადახდის პირობების მაქსიმალურად გამარტივებას გულისხმობს. გადახდის პირობები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცენდენტო და უნიკალურია. კერძოდ, მომხმარებლებს 100 თვიანი უპროცენტო განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ამასთან ერთად, გააქტიურდება მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სხვადასხვა ტიპის გადახდის პირობები.

ოღუზ ქაან ქარაერი მედიის წარმომადგენლებს საქართველოში "მაქრო ქონსთრაქშენის" მიერ განხორციელებულ ინვესტიციებზე ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის მიზანი საქართველოში სასიამოვნო, თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. "მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტებთან ბანკ "რესპუბლიკასთან" გაფორმებული მემორანდუმის პირობები განმარტა და ბინის შეძენის მსურველებს ახალი შეთავაზების პირობები გააცნო.

"ჩვენი პროექტი "მწვანე ბუდაპეშტი" დანაპირებზე 4 თვით ადრე, 2016 წლის მაისში ჩაბარდება მობინადრეებს. სწორედ ამისათვის განვავითარეთ ფინანსური მოდელი, რომელიც მიმართულია "მწვანე ბუდაპეშტში" ბინის ყიდვის მსურველთათვის გადახდის პირობების გაუმჯობესებისაკენ. ამ მოდელით, მომავალ მობინადრეს საშუალება ეძლევა შეიძინოს ბინა ნულოვანი საპროცენტო კრედიტით. ჩვენი სურვილია ყველამ ისარგებლოს შეთევაზებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას 100 თვის განმავლობაში, დამატებით პროცენტის გარეშე შეიძინოთ ბინა "მაქრო ქონსთრაქშენისაგან".

შეარჩიეთ ბინა ჩვენი კონსულტანტების საშუალებით. ბინის საფასურის 30% გადაიხადეთ წინასწარ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაანაწილეთ 100 თვეზე და გააგრძელეთ გადახდა განვადებით, დამატებითი პროცენტის გარეშე. სიტყვა "განვადება" ნუ შეგაშინებთ. თუ გადახედავთ გადახდის გრაფიკს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ იხდით ქირას, და ამავდროულად ხდებით ბინის მფლობელი. ამ მოდელით ბინის შეძენის მსურველთათვის უფრო მარტივია აიხდინოს ოცნება და შეიძინოს ბინა. უპროცენტოდ, ქირის მსგავსად იხადოს ყოველთვიური გადასახადი და გახდეს ბინის მეპატრონე", - განაცხადა ოღუზ ქაან ქარაერმა. განვადებასთან დაკავშირებული დეტალების

გარკვევა მომხმარებლებს ბანკ "რესპუბლიკაში" შეუძლიათ.

"დღეს გაფორმებული მემორანდუმი პირველ რიგში მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ბინის შეძენისას იგი იპოთეკური სესხის პირობებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ახალი ბინის შეძენისას სესხის პირობები მომხმარებლის გადაწყვეტილებას ბევრად განაპირობებს. ამ შეთანხმებით ჩვენ უნიკალური პირობები შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს. კერძოდ, 100 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 0%, ეფექტური 1,31% იქნება. ნებისმიერი დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ფილიალებში, ასევე დარეკონ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 2 90 90 90 ", - აღნიშნა ნათია ფრანგულაშვილმა.

საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ბუდაპეშტი" 11 700 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. კომპლექსი ქალაქის ცენტრში, გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში მდებარეობს და მობინადრეებს ევროსტანდარტის შესაბამის 351 ბინას სთავაზობს. ბინები ბარდება სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ზონა, კალათბურთის მოედანი. სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ფიტნესის ცენტრი, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ღია და დახურული ავტოსადგომები. მობინადრეებს ბინები დადეგმილზე ოთხი თვით ადრე, 2016 წლის მაისში ჩაბარდებათ.

(R)