2015 წლის საუკეთესო სტარტაპად ინტერნეტ მაღაზია „სოფლიდან“ დასახელდა

startap.ge-ს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, 2015 წლის საუკეთესო სტარტაპად შპს „სოფლიდან“ დასახელდა.

soplidan.ge სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზიაა, რომელმაც ბაზარზე ოპერირება 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. სტარტაპი ნათია ნინიკელაშვილისა და ნინო მღებრიშვილის იდეითა და მათივე მცირე დანაზოგით შეიქმნა.

როგორც ნინო მღებრიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს, დღეისათვის ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი სოფლის ჯანსაღ პროდუქტზე, მათი ინტერნეტ მაღაზია კი მოსახლეობას ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებით უზრუნველყოფს.

,,გადატვირთული რეჟიმისა და დროის უქონლობის გამო, დასაქმებულთა უმრავლესობას ბაზარში წასვლის დროც არ აქვს. ჩვენ მათ ყველა საჭირო პროდუქტს, სტანდარტების დაცვით პირდაპირ სოფლიდან ვაწვდით”, - აღნიშნავს ნინო მღებრიშვილი.

როგორც ინტერნეტ მაღაზიის დამფუძნებელი აცხადებს, უახლოეს მომავალში soplidan.ge მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება. მისივე ინფორმაციით, კომპანიის ყველა პროდუქტი შეფუთული და ეტიკეტირებულია.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე