ევროკავშირი ელექტრონულ სიგარეტზე გადასახადის გაზრდას აპირებს

ევროკავშირი ელექტრონული სიგარეტების დაბეგვრას გეგმავს ისე, როგორც ეს სხვა თამბაქოს პროდუქტებისთვის არის დადგენილი.

როგორც euronews.ge წერს, ამჟამად ევროკავშირში ე.წ. ელექტროსიგარეტები 20%-იანი დაბეგვრის ზონაშია მოქცეული. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი მოხვდება სხვა თამბაქოს პროდუქტების კლასიფიკაციაში, მისი დაბეგვრის ზონა 57%-მდე აიწევს.The Financial Times-ის ცნობით, ევროკომისიაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია. გამოცემის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტი ემყარება “თანაბარი ფისკალური მოპყრობის” პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნიკოტინის შემცველი პროდუქცია ერთიანი საგადასახადო ზომებით უნდა იბეგრებოდეს.

"2015 წლის აგვისტოს ინგლისის ჯანდაცვის სააგენტოს კვლევის მიხედვით ელექტრონული სიგარეტი 95%-ით უფრო უსაფრთხოა და არ იწვევს გადამდებ ეფექტს არამწეველებსა და მოზარდებზე. სააგენტოს დირექტორი, პროფესორი კევინ ფენტონი აცხადებს, რომ “მოწევა ბრიტანეთში სიკვდილიანობის პირველი გამომწვევი მაჩვენებელია. მართალია, ელექტრონული სიგარეტი მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ ის იმ საფრთხის მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც ჩვეულებრივი სიგარეტი შეიცავს”, - წერს გამოცემა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1218