ვიზუალური რეკლამის  მახასიათებლები

როგორც წესი, რეკლამა სამი ელემენტისგან - გამოსახულება, სიტყვები (ტექსტი) და ბრენდინგი (ლოგო) - შედგება.

მარკეტოლოგმა ნიკ კოლენდამ რეკლამის ვიზუალური კონტენტის შექმნის მეთოდები და მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომელიც მომხმარებელთა ქცევის აკადემიურ კვლევაზეა დაფუძნებული. თითოეული ტაქტიკა ხაზს უსვამს, როგორ გამოიყენოთ ეფექტურად სამი ძირითადი ელემენტი თქვენი რეკლამის წარმატებისთვის.

გამოსახულება

სარეკლამო განცხადების შედგენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ გამოსახულებისა და ტექსტის პოზიციონირება. აუცილებელია იცოდეთ, რომ მარცხენა ხედვის არეში არსებული სტიმული პირველ რიგში ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი გადამუშავდება, მარჯვენა ხედვის არეში წარმოქმნილი სტიმული კი მარცხენა ნახევარსფეროში. ამ განლაგების წყალობით, მარჯვენა ნახევარსფერო ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც რეკლამის მარცხენა ნაწილშია განთავსებული.

სარეკლამო განცხადების მარცხენა მხარესთან ახლოს გამოსახულებისა და გრაფიკის განთავსებისას, თქვენ ხელს შეუწყობთ ინფორმაციის არასწორად გადამუშავებს. მომხმარებელი ინფორმაციას უფრო სწრაფად გადაამუშავებს და ნაკლებად დადებითად შეაფასებს.

პროდუქციის გამოსახულება

2012 წელს მკვლევარებმა რაიან ელდერმა და არიადნა კრიშნამ ექსპერიმენტის მონაწილეებს ყავის ჭის რეკლამა წარუდგინეს. რეკლამის ნახვის შედეგად გაირკვა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეთა დიდმა ნაწილმა იმ ჭიქის შეძენა გადაწყვიტა, რომელსაც სახელური მარჯვენა მხარეს ჰქონდა. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს დაკავშირებულია ქმედების მაღალ შინაგან სიმულაციასთან. იმ შემთხვევაში, თუ უსახელო პროდუქტის რეკლამირებას ახდენთ, მაგალითად წვნიანით სავსე თეფშის, სპეციალისტები გირჩევენ კოვზი მარჯვენა მხარეს მოათავსოთ, ან სარეკლამო პროდუქცია თეფშის მარჯვენა კუთხეში მოათავსოთ. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტი უფრო მიმზიდველად გამოიყურება, რადგან მენტალური ურთიერთქმედება უფრო მაღალია.

მიმზიდველი მოდელები რეკლამაში

მიმზიდველი ადამიანები რეკლამის დამაჯერებლობას ზრდიან და პროდუქციის უფრო მეტად ფასდება. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. უმჯობესია ამისგან თავი შეიკავოთ, როდესაც თქვენს მიერ რეკლამირებული პროდუქტს არაფერი აქვს საერთო მიმზიდველობასთან. სპეციალისტები გირჩევენ, მოდელები რეკლამაში გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ახდენს ფუფუნების საგნების (მაგალითად, ძვირად ღირებული ავტომობილების), თავის მოსავლელი საშუალებების, კოსმეტიკური საშუალებების, ფიტნეს პროდუქტების რეკლამას. ტექნოლოგიური (მაგალითად, პროგრამული მოწყობილობების), რესტორნების, საოფისე და საოჯახო ავეჯის რეკლამის დროს კი უმჯობესია თავი შეიკავოთ რეკლამაში მოდელების წარმოჩენისგან.

შრიფტის ზომა

რაც უფრო დიდია შრიფტის ზომა, მით უფრო ძლიერ ემოციებს იწვევს ის. ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, გაზრდილი შრიფტი განსაკუთრებით ემოციური სიტყვების წერისას გამოიყენოთ, რადგან ეს მომხმარებლის ემოციურ ქმედებებს გაზრდის.

გამოიყენეთ მტკიცებითი ფორმა ჰედონიკური პროდუქტების რეკლამირებისას

რა თქმა უნდა არსებობს, თავსმოხვეული მტკიცებითი ტექსტებით საშიშროება, რადგან ასეთ დროს მომხმარებელი მიიჩნევს, რომ თქვენ ცდილობთ რამე დაუმტკიცოთ ან ჭკუა ასწავლოთ და ეს მათ აღიზიანებთ. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. მტკიცებით ფორმულირებას შეუძლია გაზარდოს რეკლამის მიმზიდველობა, როდესაც ჰედონიკური პროდუქტების რეკლამირება ხდება. ადამიანი, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება და მოსწონს, რომ მათ მტკიცებით ფორმაში მიმართავენ.

ლოგოს მარჯვენა მხარეს განთავსება

როდესაც მომხმარებელი ეცნობა გამოსახულებიან სარეკლამო განცხადებას, მათი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ქვეცნობიერად ამუშავებს მარჯვენა მხარეს განთავსებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარჯვენა მხარეს განთავსებული ინფორმაციას უფრო მაღალი ესთეტიკური მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, უმჯობესია, თქვენი კომპანიის ლოგოტიპი სწორედ მარჯვენა ქვედა კუთხეში განათავსოთ.

ფერების შეთავსება ვრცელ ტექსტთან

ზოგიერთი რეკლამისდამკვეთი ირწმუნება, რომ შავ-თეთრ გამოსახულებას ფერადი სჯობს. თუმცა არის განსხვავებული შემთხვევებიც. თუ თქვენი სარეკლამო განცხადება ვრცელ ტექსტსა და ბევრ ინფორმაციას შეიცავს და ამას ბევრი ფერიც დაერთვება, მომხმარებელი ნამდვილად გადაიღლება და გაღიზიანდება. შედეგად ვერ მოახდენს რეკლამის შინაარსის გადამუშავებას. ამიტომ თუ თქვენი განცხადება ისეთი შინაარსის არის, რომ სჭირდება მენტალური გადამუშავება, ასეთ შემთხვევაში შავ-თეთრი ფერი იდეალური ვარიანტია.

იხილეთ ფოტოგალერეა