სირია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

სირიის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის მიზეზი უცნობია. დამასკოს მცხოვრებთა ინფორმაციით, ქალაქში მოსახლეობას ელექტროენერგია ადგილობრივი დროით 13:00 საათის შემდეგ არ მიეწოდება. ამჟამად სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ მომხდარის მიზეზი.

სირიის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანას მომდევნო რამდენიმე საათში აღუდგება.

სირიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ცალკეულ რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის არაერთი შემთხვევა ყოფილა, თუმცა, მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა იშვიათია.