მიხეილ ჯანელიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ გუშინ ბრიუსელში ვიზიტისას მათ კორესპონდენტს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, ევროპარლამენტის დეპუტატები მოკლე დროში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.