თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემა საქართველოს რძის სექტორის, სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება იქნება.

ღონისძიების მიზანი საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებაა.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა, რაც რძის სექტორს მიმზიდველს ხდის ინვესტირებისთვის.

კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოში რძის მწარმოებელ ფერმერებს ხვდებათ. ეს სირთულეებია: თანამედროვე ფერმების, გადამამუშავებელი კომპანიების, ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობა და მათი მოდერნიზაციის საშუალების არქონა. საუბარი ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეურნეობის მართვის პრაქტიკას - ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემო პირობების შექმნით დაწყებული, რძის ჰიგიენით დასრულებული - რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. საუბარი ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეურნეობის მართვის პრაქტიკას - ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემო პირობების შექმნით დაწყებული, რძის ჰიგიენით დასრულებული, რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება.

ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონგრესს დაესწრებიან სექტორის ექსპერტები, მასალებისა და დანადგარების მომწოდებლები, მწარმოებლები და ფერმერები.

რძის პირველი ეროვნული კონგრესი 10 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. ამავე დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში",

11:40-დან 12:10 საათამდე მოეწყობა პრესკონფერენცია თემაზე: "ინვესტიციები, ხარისხი, კოოპერაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს რძის ბიზნესისთვის- FAO და EBRD-ის პროექტის ერთობლივი პრეზენტაცია".