ჩინეთი წელს სამხედრო ბიუჯეტს 7-8%-ით გაზრდის

ჩინეთი წელს სამხედრო ბიუჯეტს 7-8%-ით გაზრდის. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფუ ინმა განაცხადა.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, გასულ წელს ჩინეთმა სამხედრო ბიუჯეტი 10%-ით, 135 მილიარდ დოლარამდე, 2014-ში კი 12,5%-ით გაზარდა.