Standard & Poor’s-მა „რუსთავის აზოტის“ “B-“ რეიტინგი გაიწვია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s-მა მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანია „რუსთავის აზოტის“ კორპორატიული გრძელვადიანი “B-“ რეიტინგი გაიწვია.

„ამასთან ერთად, ჩვენ გავიწვიეთ დაგეგმილი რეიტინგი „B-“, მაგრამ არა კომპანიის მიერ არგანთავსებული პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები 180 მილიონ დოლარზე, 2020 წელს დაფარვის ვადით, რომელიც კომპანიას ბაზარზე არ განუთავსებია“, - ნათქვამია Standard & Poor’s-ის განცხადებაში.

სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, შპს „რუსთავის აზოტის“ რეიტინგები გაწვეულია ემიტენტის თხოვნით.

„ჩვენ გავიწვიეთ კომპანიის რეიტინგები მათი დადასტურების გარეშე, რადგან ვერ მივიღეთ საკმარისი ინფორმაცია სარეიტინგო პროცესის მხარდაჭერისათვის“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.