"გუგლი" კვლავ საუკეთესო სამუშაო ადგილად რჩება

ჟურნალმა Fortune მუშაობისთვის საუკეთესო 100 კომპანია დაასახელა.

2016 წლის რეიტინგის თანახმად, ზედიზედ მეხუთედ საუკეთესო კომპანიად Google დასახელდა, რომელსაც ამჟამად Alphabet ეწოდება.

Fortune-ის ინფორმაციით, გასულ წელს „გუგლმა“ თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო გააუმჯობესა და მათ ექიმთან ვირტუალური ვიზიტი და ოფისებში მკერდის კიბოს სკრინინგი შესთავაზა.

„კომპანიის კულტურა თანამშრომლებს ნამდვილად უქმნის ისეთ გარემოს, რომ უკლებლივ ყველა მათგანმა თავი ფასეულად და პატივცემულად იგრძნოს, პირველ რიგში კი, ადამიანად და არა - უმნიშვნელო ნივთად. აქ წარმოუდგენელი პრივილეგიებია - დაწყებული ორგანული კერძებით და დამთავრებული შეუზღუდავი წასახემსით, ყავით, ჩაით, პერსონალური ფიტნეს გაკვეთილებით, ჯანმრთელობის კლინიკებით, სილამაზის, სპა სალონებით, უფასო სამრეცხაოთი. ამ ჩამონათვლის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება“, - ამბობს „გუგლის“ ერთ-ერთი თანამშრომელი.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ Acuity Insurance The Boston Consulting Group, Wegmans Foor Markets და კომპანია Quicken Loans.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე