საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს აღარ შემოიტანს

"სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ქართულმა მხარემ ირანთან პარალელურად მოლაპარაკება იმის გამო დაიწყო, რომ მიმდინარეობდა საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.

"გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", -განაცხადა კალაძემ.