ევროკომისიამ საბერძნეთსა და TAP-ს შორის ბუნებრივი აირის მილსადენების პროექტი დაამტკიცა

ევროკომისიამ დაადგინა, რომ საბერძნეთისა და ტრანსადრიატიკული მილსადენის ხელშეკრულება ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.

ეს პროექტი გააუმჯობესებს ევროკავშირის ენერგეტიკული რესურსების დაცულობასა და მრავალფეროვნებას საერთო ბაზარზე კონკურენციის დამახინჯების გარეშე.

ტრანსადრიატიკული მილსადენი სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის ევროპული შტოა, რომლის მიზანი, ბუნებრივი აირის ახალ რესურსებთან ევროკავშირის ბაზრის დაკავშირებაა.

უკვე 2020 წლისთვის აზერბაიჯანის,"შაჰ-დენიზ მეორეს" ველიდან ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად 10 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის აირის ტრანსპორტირება განხორციელდება.

ტრანსადრიატიკური მილსადენი საბერძნეთის საზღვრიდან ალბანეთისა და იტალიის გავლით ადრიატიკის ზღვის ქვეშ იქნება განლაგებული. მილსადენს აშენებს და ოპერირებას უწევს ტრანსადრიატიკური მილსადენი  AG (TAP), რამდენიმე ენერგეტიკული კომპანიის შენაერთი.

5 წლის განმავლობაში პროექტში 5.6 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, აქედან 2,3 მლრდ ევრო საბერძნეთში წავა.

საბერძნეთის მთავრობამ და TAP-მა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოახდინოს TAP-მა მილსადენის კონსტრუირება და ოპერირება და აგრეთვე, ხაზს უსვამს მხარეების მოვალეობებს.

წყარო: euronews.ge