Samsung - ის ბრენდ მაღაზიაში Samsung GALAXY S სერიის სმარტფონების - Galaxy S7და Samsung Galaxy S7 Edge უახლესი მოდელების პრეზენტაცია გაიმართა

კომპანია Samsung Elecrtronics მომხმარებელს Samsung GALAXY S სერიის სმარტფონების - Galaxy S7და Samsung Galaxy S7 Edge უახლეს მოდელებს სთავაზობს. ამის შესახებ Samsung - ის ბრენდ მაღაზიაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

კომპანიის ინფორმაციით, 21 თებერვალს კომპანიამ Samsung, ბარსელონაში წარმოადგინა ყველაზე ინოვაციური Samsung GALAXY S სერიის სმარტფონები - Samsung Galaxy S7და Samsung Galaxy S7 EDGE, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა: ”წარმოდგენილი სმარტფონები მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ დიზაინსა და მეტ ეფექტურობას, კიდევ უფრო მეტი სისწრაფისა და სიმარტივისთვის. პროდუქტი შექმნილია დღევანდელი მობილური ცხოვრების წესისთვის და შეიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს: დახვეწილ დიზაინს, უკეთესი ხარისხის კამერას, განვითარებული პროგრამის ფუნქციასა და სერვისის შეუდარებელ წვდომას პროდუქტთან”, - აცხადებენ კომპანიაში.

"ჩვენ გვჯერა უკეთესი სამყაროსი, მეტი სიმკვეთრით, შესაძლებლობებითა და გართობით. ჩვენი ახალი პროდუქტით ვცდილობთ ეს ხედვა გავუზიაროთ მომხმარებელსაც. ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ ძალას, რომ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი ამ ტექნოლოგიით და სულ უფრო მეტად შორს გადავწიოთ შესაძლებლობების ზღვარი," - ამბობს DJ Koh, მობილური კომუნიკაციების ბიზნესის პრეზიდენტი Samsung Electronics-ში.

როგორც Samsung Elecrtronics-ის მარკეტეინგის მენეჯერი, ეკატერინე სვანიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, კომპანიას მომხმარებლებისთვის მომგებიანი შეთავაზება აქვს: ”4 მარტიდან Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონებზე და საჩუქრად მიიღოს ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და 50.00 დოლარის ღირებულების VR თამაშები Oculus market - დან”, - აცხადებს ეკატერინე სვანიძე. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთების გაკეთება როგორც Samsung-ის ბრენდ მაღაზიაში, ასევე, Samsung-ის ყველა ოფიციალურ პარტნიორთან არის შესაძლებელი.

ეკატერინე სვანიძის თქმით, ახალი მოდელები ძველ მოდელებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია: ”ამ მოდელებს აქვთ გაუმჯობესებული კამერა, 95%-ით მეტი სინათლე აღწევს ლინზაში და მომხმარებელს საშუალება აქვს, ნებისმიერი განათების შემთხვევაში იდეალური ხარისხის ფოტო გადაიღოს. ასევე აქვს Dual Pixel სენსორი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფოკუსი გახდა უფრო სწრაფი და ზუსტი. გარდა ამისა, დაემატა ”სელფის” განათება და პანორამული ფოტოების გადაღება უფრო სახალისო გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სმარტფონები არის საუკეთესო ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის”, - აცხადებს ეკატერინე სვანიძე.

bpn

კომპანიის ინფორმაციით, ახალი მოდელების მთავარი მახასიათებლები ასე გამოიყურება:

1. გაუმჯობესებული კამერა: მაღალი ხარისხის ფოტოები დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ადგილას; 2. გაუმჯობესებული დიზაინი და ფუნქცია: ფუნქცია Always-On მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ნებისმიერი სახის ინფორმციას სმარტფონის ეკრანის ჩაქრობა-ანთების გარეშე. 3. გაუმჯობესებული პერფორმანსი: განახლებული CPU-სა და GPU-ს დახმარებით, აპლიკაციების გამოყენება, თამაშებით გართობა, ვიდეოების ჩატვირთვა უფრო სწრაფად და მარტივად ხდება. სმარტფონებს აქვთ უფრო ძლიერი ბატარეა, უფრო სწრაფი უსადენო დატენვის ფუნქციით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სმარტფონში დაამატოს მეხსიერების კარტა 200 გიგაბაიტამდე. 4. გალაქტიკის სრული გამოცდილება: 360 გრადუსიანი კონტენტი; აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ორ მოდელს აქვს ეფექტური გადახდების სერვისი, Samsung Pay, რომელიც არის დაცული, ადვილად ადაბტირებადი და ყველგან ხელმისაწვდომი.

5. უსაფრთხოება: დაცვის სისტემა, რომლის საშუალებითაც სმარტფონის ჩართვის მომენტიდან მთელი მისი გამოყენების მანძილზე დაცულია როგორც მფლობელის პირადი, ასევე სმარტფონის უსაფრთხოება. 6. ჰიბრიდული ორბარათიანი (dual SIM) სლოტი: ახალ ფლაგმან სმარტფონს ზოგიერთ რეგიონში ექნება ჰიბრიდული ორბირთვიანი სლოტი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთდროულად ორი სიმ-ბარათისთვის. ან ერთი სიმ-ბარათისთვის და მეორე microSD ბარათისთვის. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა microSD ბარათის საშუალებით სმარტფონის მეხსიერება 200 GB-მდე გაზარდოს. 7. IP68 სერთიფიკატი: ახალ Galaxy სმარტფონებს აქვს IP68 სერთიფიკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე მოდელი მტვერ და წყალგამძლეა. კომპანიის ინფორმაციით, მოდელები წყალგამძლეობას 30 წუთის განმავლობაში 1,5 მეტრის სირღმეშიც ინარჩუნებენ.

რაც შეეხება ფასებს, Galaxy S7 Edge 1999 ლარი, Galaxy S7 კი 1849 ლარი ეღირება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ფასები ნაღდი ანგარიშსწორების პირობებში იმოქმედებს. განვადების გაკეთება შესაძლებელი იქნება, თუმცა, მაღაზიების მიხედვით, განვადების შემთხვევაში, შესაძლოა, ფასები შეიცვალოს.

საქართველოს მასშტაბით ოფიციალური გაყიდვები 18 მარტს დაიწყება. Samsung Elecrtronics - ის მარკეტინგის მენეჯერის, ეკატერინე სვანიძის თქმით, კომპანია მომხმარებელს მომავალშიც შესთავაზებს საინტერესო სიახლეებს: ”Samsung თავის მომხმარებელს ყოველთვის ინოვაციურ სიახლეებს სთავაზობს. შემდეგი მოდელი აუცილებლად გაგვაოცებს გაუმჯობესებით”, - აცხადებს ეკატერინე სვანიძე.

(R)