"ბახმაროს ქვეყნისთვის მრავალმილიონიანი შემოსავლის მოტანა შეუძლია"

7-საათიანი მგზავრობის შემდეგ ზღვის დონიდან 2 500 კილომეტრზე ვართ. კურორტამდე გზას, რომელიც 3 მეტრამდე თოვლით არის დაფარული, ფეხით მივუყვებით...

ეს ფრაზა აქ გამომგზავრებამდე ინტერნეტში ამოვიკითხე... აღფრთოვანებას შეძახილებით გამოვხატავ. მთებზე შეფენილი კოტეჯები ­ზემოდან წერტილებად გაფანტულა, ზოგიერთი მთლიანად თოვლშია ჩაფ­ლული. მასპინძლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და კურორტ ბახმაროს დირექცია გვიწევს.

72 წლის თამაზ ანთიძე სოფელ ბჟოლ­იეთის მკვიდრია. 35 წელია, ბახმაროს სტუმრობს - სააგარაკო სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ უბანში კოტეჯებს დარაჯობს.­

თამაზ ანთიძე: - 80-იან წლებამდე მარტო სანატორიუმში 300-მდე კაცი სტუმრობდა. შემდეგ კერძო მფლობელობაში გადავიდა შენობა-ნაგებობები და მეპატრონეებმა ინდივიდუალურად დაიწყეს კოტეჯების გაქირავება. რა თქმა უნდა, კერძო მეპატრონემ გაზარდა­ ქირა, რამაც იმოქმედა დამსვენებლებზე. მას მერე არანაირი წინსვლა არ ყოფილა. უამრავი უცხოელი ინვესტორი მოდიოდა, იყო იმედი, დაპირება, მაგრამ... ამჟამად ბევრი პრობლემა აქვს ბახმაროს. მთავრობა თუ აქაურობას მიხედავს, დამსვენებელი წელიწადის ყოველ დროს ეყოლება ბახმაროს. ახლა მარტია, მაგრამ ისევ ზამთარია. ასე იქნება მაისამდე. არაფერი ჯობია აქ დასვენებას... ბახმარო ივლის-აგვ­ისტოში ცოცხლობს. ფერისცვალებას, 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღით იხურება სეზონი და მომავალ წლამდე ისევ უკაცრიელდება აგარაკი. ვინ იცის, მარტო რამდენჯერ ამოვსულვარ ზამთარში ბახმაროში. აქ სულიერად ვისვენებ."

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად