ნოდარ ხადური - საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება

ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფინანსთა მინისტრი ინვესტიციებს ელოდება კერძო სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროში, ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაში.

,,შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება, ეს არის ანაკლიის პორტი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. "ახლახან დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელი მოეწერება იაპონელებთან ერთად ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას. ასე რომ, სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება უდაოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა ხადურმა.