კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ჯეოსელს" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ჯეოსელს" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს "ჯეოსელმა" მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, მის სარგებლობაში არსებულ 577 XXXXXX ინდექსზე (სულ 40392 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

როგორც კომისიაში განმარტავენ, რესურსით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა მოიცავს მთლიან საქართველოს ტერიტორიას, ნებართვა უვადოა და ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება.