კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კონკურსებში გამარჯვებულ კომპანიებს ლიცენზიები მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულ კომპანიებს ლიცენზიები მიანიჭა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რუსთავში (FM 97.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად სს "ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია" გამოვლინდა.

"კომპანიამ განახორციელა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1,377.00 ლარის ოდენობით გადარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და მას მიენიჭა კერძო მაუწყებლობის №B178 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის ქვესახეობა - საერთო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 4 მარტამდეა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქში (FM 106.2) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "მედია ჯგუფმა" საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 688.50 (ექვსასოთხმოცდარვა და 50) ლარის ოდენობით და მას მიენიჭა კერძო მაუწყებლობის №B180 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის ქვესახეობა - საერთო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული, სომხური; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 4 მარტამდეა.

"შპს "მედია ჯგუფი" ასევე, გახდა გამარჯვებული ქ. ზუგდიდში (FM 96.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, სადაც კომპანიამ სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის 20%–ს - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულების შესრულების შემდგომ, მოიპოვა კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის ქვესახეობა - საერთო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული, აფხაზური; ლიცენზიის მოქმედების ვადა ასევე, 2026 წლის 4 მარტამდეა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, სენაკში (FM 97.9) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში". კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში მოახდინა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 405.00 (ოთხასხუთი და 00) ლარის ოდენობით გადარიცხვა და მას მიენიჭა მაუწყებლობის №B183 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის ქვესახეობა - საერთო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდეა.

სოფელ დუისში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) – (101.1FM) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ააიპ "სამოქალაქო აქტივობების ცენტრი". სალიცენზიო გადასახადის 20%-ის - 283.50 (ორასოთხმოცდასამი და 50) ლარის ოდენობით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შედეგად, მას მიენიჭა კერძო მაუწყებლობის №B181 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - სათემო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული, ჩეჩნური; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 4 მარტამდეა.

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი", რომელსაც ლიცენზიები მიენიჭა საქართველოს შემდეგ რეგიონებში: ახალციხე - 100.7 FM; ახმეტა - 93.3 FM; ბათუმი - 105.4 FM; გორი - 105.4 FM; დედოფლისწყარო - 94.3 FM; ზუგდიდი - 105.4 FM; თბილისი - 105.5 FM; ლენტეხი - 105.4 FM; მესტია - 105.4 FM; სენაკი - 88.1 FM; სტეფანწმინდა - 105.4 FM; ტყიბული - 90.4 FM; ფოთი - 104.7 FM; ქუთაისი - 87.9 FM; ყვარელი - 94.5 FM; წალკა - 105.3 FM; ხულო - 105.4 FM.

კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 11.372.40 (თერთმეტი ათას სამასსამოცდათორმეტი და 40) ლარის ოდენობით რის შემდეგაც მას მიენიჭა კერძო მაუწყებლობის №B182 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე - რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა - სათემო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ენა - ქართული, რუსული; ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 4 მარტამდეა.