ბოლნისის "სიონს" ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით პირველი ადგილი და ოქროს კატეგორია მიენიჭა

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა ბოლნისის "სიონს", საქართველოს მასშტაბით, ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს კატეგორია მიანიჭა.

ბიზნეს-რეიტინგების კავშირის დასკვნით, გასულ წელს ბოლნისური კლუბი, საქართველოს მასშტაბით მესამე იყო, ქვემო ქართლის რეგიონში კი პირველი, წლევანდელი მონაცემებით, ბოლნისის "სიონი" საქართველოს მასშტაბითაც და რეგიონშიც, პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ოქროს რეიტინგის კატეგორია მიიღო "სიონმა" ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით, კომპონენტში – "ჯამური ადგილი".

"ვაფასებთ რა სათანადოდ თქვენს მიღწევებს, პატივი გვაქვს, მოგიწვიოთ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის კავშირის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ლიდერების დაჯილდოების XXXII ცერემონიალზე, რომელიც შედგება 2016 წელის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის, უზბეკეთისა და უკრაინის საწარმოების მონაწილეობით", - ნათქვამია ასოციაციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წერილში, რომელიც მან კლუბის გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს გაუგზავნა.

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების დაჯილდოების ცერემონიალს 27 მაისს, ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.