ევ­რო­პის ბა­ზა­რი ქარ­თუ­ლი მაყ­ვ­ლის გა­ნუ­საზღ­ვ­რელ რა­ო­დე­ნო­ბას ითხოვს

იზოლ­დი ქი­ტე­საშ­ვი­ლი 1978 წლი­დან ექიმ-ნევ­რო­ლო­გად მუ­შა­ობს. ნევ­რო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ და რა­ი­ო­ნის მთა­ვარ­მა ნევ­რო­ლოგ­მა სულ ახ­ლა­ხან გა­დაწყ­ვი­ტა, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­და­ა­ბა­როს და სა­კუ­თა­რი დრო და ენერ­გია მთლი­ა­ნად მე­ხი­ლე­ო­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მოს... კა­ხეთ­ში 15 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის ხილს რამ­დე­ნი­მე წლის წინ მაყ­ვ­ლის ბუჩ­ქე­ბი შე­ე­მა­ტა, რა­მაც ოჯა­ხის სამ­რეწ­ვე­ლო ბიზ­ნესს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნა და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი გეგ­მე­ბის და­სახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც მის­ცა... რა პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს ამ კენ­კ­რო­ვან კულ­ტუ­რას ხი­ლის წარ­მო­ე­ბის ბიზ­ნეს­ში და სარ­გებ­ლობს თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე - ქალ­ბა­ტო­ნი იზოლ­დი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და "ბიზ­ნესსამ­რეწ­ვე­ლო მო­ლო­დი­ნის" შე­სა­ხებ...

- 20 წელ­ზე მე­ტია, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სამ­რეწ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ხი­ლის წარ­მო­ე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი. გარ­გა­რი, ატა­მი, ქლი­ა­ვი, ყურ­ძე­ნი - ამ კულ­ტუ­რებს სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მაყ­ვა­ლი შე­ე­მა­ტა. 2008 წლი­დან გა­ე­როს პროგ­რა­მით კაჭ­რეთ­ში გახ­ს­ნი­ლი ექ­ს­ტენ­ცი­ის ცენ­ტ­რის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­ლ­დით. კონ­სულ­ტა­ცი­ებს მე­ხი­ლე­ო­ბის დარ­გ­ში ვი­ღებ­დი. სწო­რედ ამ ცენ­ტ­რ­ში მოგ­ვ­ცეს მაყ­ვ­ლის ნერ­გე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის, 30 ნერ­გი დავ­რ­გეთ. მე­სა­მე წელს მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ო­ჯა­ხო მოხ­მა­რე­ბას გას­ც­და და საც­დე­ლად გურ­ჯა­ა­ნის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ზე გა­ვი­ტა­ნეთ. მოთხოვ­ნამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მა­ლე რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი სახ­ლ­ში გვა­კითხავ­დ­ნენ. მოთხოვ­ნის არ­სე­ბო­ბის გა­მო ნელ-ნე­ლა მე­ურ­ნე­ო­ბა გა­ვა­ფარ­თო­ეთ და წელს უკ­ვე 20 ტო­ნა მაყ­ვ­ლის მო­სა­ვალს 3 ჰექ­ტარ­ზე ვე­ლო­დე­ბით. ჯამ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის ხი­ლი 15 ჰექ­ტარ­ზე გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი. არის წე­ლი, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი კულ­ტუ­რის მო­სა­ვა­ლი ან სა­ერ­თოდ არ არის, ან ძა­ლი­ან მცი­რეა. და­ახ­ლო­ე­ბით, ორ ჰექ­ტ­რამ­დე მი­წის ნაკ­ვეთ­ზე გარ­გა­რი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი. შარ­შან თით­ქ­მის სულ გა­ი­ყი­ნა, მხო­ლოდ 300 კი­ლო დავ­კ­რი­ფეთ. მარ­ტო ეს კულ­ტუ­რა რომ მქო­ნო­და, სა­მუ­და­მოდ გავ­კოტ­რ­დე­ბო­დი... ასე რომ, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ხი­ლის მოვ­ლა ამ მხრივ ხარ­ჯებს ანაზღა­უ­რებს...

- ალ­ბათ, სე­ზონ­ზე მუ­შა­ხე­ლი გჭირ­დე­ბათ...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მუ­შა­ო­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სე­ზო­ნუ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 ადა­მი­ანს ვა­საქ­მებთ.

- ხი­ლის გა­და­მ­ამუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოც გაქვთ?

- წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხვა. მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დეგ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის ხი­ლის ბა­ღი­დან გა­მო­ტა­ნა და გა­დაყ­რა გვიხ­დე­ბო­და. მი­სი ბაღ­ში და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას იწ­ვევს. გა­ტა­ნა კი, და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უდა­ნა­კარ­გო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდის­თ­ვის ხი­ლის საშ­რო­ბის გა­კე­თე­ბის იდეა გაჩ­ნ­და. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ სო­ლი­დუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით გვრჩე­ბა ატა­მი, ქლი­ა­ვი, ხურ­მა, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად იყი­დე­ბა. არა­და, მი­სი გაშ­რო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, უდა­ნა­კარ­გო წარ­მო­ე­ბა გქონ­დეს. 2014 წლის ბო­ლოს USAID-ის გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში ჩვენ­მა კო­ო­პე­რა­ტივ­მა 47.000 აშშ დო­ლა­რის გრან­ტი მი­ი­ღო. სწო­რედ ამ თან­ხით ვა­შე­ნებთ ად­გილ­ზე ხი­ლის გა­და­მ­მუ­შა­ვე­ბელ და საშ­რობ ქარ­ხა­ნას, რო­მე­ლიც უკ­ვე ივ­ლი­სის­თ­ვის მწყობ­რ­ში იქ­ნე­ბა. შე­ნო­ბა უკ­ვე გა­და­ხუ­რუ­ლია და ში­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­და ამი­სა, გვექ­ნე­ბა ორი სა­მა­ცივ­რე, ორი საშ­რო­ბი, გამ­რეცხი, ორი დამ­ხა­რის­ხე­ბე­ლი, საფ­ც­ქ­ვ­ნე­ლი, საჭ­რე­ლი, სა­ინ­ს­პექ­ციო მა­გი­და და სა­ხარ­ში ქვა­ბი. ზო­გი­ერთ კულ­ტუ­რას, მა­გა­ლი­თად, ლეღვს, შრო­ბი­სას თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ უფ­რო რბი­ლი და ნა­ზი გახ­დეს, ძა­ლი­ან არ გა­მოშ­რეს.

- მაყ­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც აქვთ გა­შე­ნე­ბუ­ლი?

- მხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო მოხ­მა­რე­ბის­თ­ვის, სამ­რეწ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით - არა. ად­გი­ლობ­რი­ვად რე­ა­ლი­ზე­ბის გარ­და მაყ­ვალს უდი­დე­სი პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის არის, რომ მათ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით პრო­დუქ­ტის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ტა­ნა სურთ. რო­ცა და­მი­კავ­შირ­დ­ნენ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მაყ­ვ­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის შეს­ყიდ­ვა სურ­დათ. ამის შე­სა­ხებ ვუთხა­რი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მაყ­ვ­ლის ნერ­გე­ბი ჩვე­ნი სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბი­დან ჰქონ­დათ წა­ღე­ბუ­ლი და მა­თი მო­სა­ვა­ლიც სრუ­ლად წა­ი­ღეს. მაგ­რამ ამ რა­ო­დე­ნო­ბის მაყ­ვ­ლის მი­წო­დე­ბა უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში სურთ, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ მე­ო­რე დღეს მი­ნი­მუმ 5 ტო­ნა. ფას­ზე სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ეს რა­ო­დე­ნო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვაქვს. სწო­რედ ამის გა­მო, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ მაყ­ვა­ლი სხვებ­მაც გა­ა­შე­ნონ, სა­კუ­თა­რი სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბი­დან ნერ­გებს გავ­ცემ, ვას­წავ­ლი მის სწო­რად დარ­გ­ვა­სა და მოვ­ლას. სა­ნერ­გე­ში მაყ­ვ­ლის 70 000 ნერ­გი მაქვს. 20 000-ის რე­ა­ლი­ზა­ცია უკ­ვე მოხ­და. ამის მი­ხედ­ვით ვი­ცი, რომ 8-10 ჰექ­ტ­რამ­დე მაყ­ვა­ლი გა­შენ­დე­ბა მარ­ნე­ულ­ში, წყალ­ტუ­ბო­სა და ჩვენს რე­გი­ონ­ში. წელს გრან­ტის წყა­ლო­ბით სა­მა­ცივ­რე და­ნად­გა­რე­ბი და 2-ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა-მა­ცივ­რე­ბი გვექ­ნე­ბა. მინ­დორ­ში დაკ­რე­ფი­ლი მაყ­ვა­ლი მზე­ზე არ გა­ჩერ­დე­ბა, პირ­და­პირ მა­ცი­ვარ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რისხს არ და­კარ­გავს. მერ­წ­მუ­ნეთ, სულ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ეს ისე­თი წამ­ყ­ვა­ნი დარ­გი გახ­დე­ბა, რომ ფერ­მე­რი აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სუბ­სი­დი­ებ­ზე. გა­სულ წელს მაყ­ვ­ლის ჩა­ბა­რე­ბის ფა­სი მი­ნი­მუმ 4 ლა­რი იყო.

განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე