ევროკავშირი და თურქეთი მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტის ზოგად პრინციპებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და თურქეთი მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტის ზოგად პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

მიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, საბერძნეთში ჩასულ მიგრანტებს თურქეთში დააბრუნებენ, თურქეთი კი თითოეულ მიღებულ მიგრანტზე ევროკავშირისგან სანაცვლოდ ერთი სირიელი ლტოლვილის მიღებას ითხოვს.

თავის მხრივ, სამიტზე ფრანსუა ოლანდმა თურქეთისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთს ამის მისაღწევად 72 კრიტერიუმის დაკმაყოფილება ესაჭიროება.

სამიტი 17-18 მარტს გაგრძელდება.