ბორჯომში დღეს უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, ბორჯომში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ავტობუსები მგზავრებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურებათ ახალი უბნის, ყვიბისის, არდაგნისა და ლიკანის მიმართულებით.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მსგავს ინიციატივას ა(ა)იპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი" რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი", ა(ა)იპ სამსახურად ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში სამსახურმა მკვეთრად გააუმჯობესა და სიახლეები შეიტანა მგზავრთა მომსახურების სისტემაში.