მწვანე ეკონომიკა თიანეთის "ხალხური ბრენდებისთვის"

თიანეთის რეგიონი ადგილობრივმა თვითმმართველ­ობამ მწვანე მუნიციპალიტეტად გამოაცხადა.

რას ნიშნავს ეს და რას ითვალისწინებს?­ ამის შესახებ გვესაუბრება შალვა გივიშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს.

- შარშან სექტემბერში­ გაერომ მიიღო "მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის", სადაც გაწერილია 17 მიზანი, ანუ რას უნდა მიაღწიოს მსოფ­ლიომ, რომ კაცობრიობა გადარჩეს. სამ­წუხაროდ, ჩვენთან ეს მიმართულებები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში არ ასულა.

- თიანეთის რეგიონის მწვანე მუნიციპალიტეტად გამოცხადება ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას არ ნიშნავს?

- ეს კარგი ნაბიჯი შარშან გადაიდგა, რათა თუნდაც ერთ რეგიონში შეიქმნას მოდელი, რომელიც მთელ ქვეყანაში გავრცელდება. დღეს თიანეთში არც ერთი საწარმო არ მუშაობს, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. არადა, აქ ხელსაყრელი კლიმატია. ტერიტორიის 60% ტყეს უჭირავს, რომელიც განადგურების პირასაა, სწორედ ამან გამოიწვია ღვარცოფი და სხვა პრობლემები.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 7 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ლალი ფაცია