"სუფთა ექსპორტის" "ანატომია" - ერთი ნაბიჯი უკან, სამი ნაბიჯი წინ"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ექსპორტის ანალიზს აქვეყნებს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ დუნდუას პოსტს :

"ექსპორტის ანალიზისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ადგილობრივი წარმოების საქონლის და მომსახურების ექსპორტს, ანუ მთლიან ექსპორტს საქონლის რეექსპორტის გარეშე.

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით (მეოთხე კვარტალი ჯერ სრულად გამოქვეყნებული არ არის), ვითარება არც ისე დრამატულია.

„სუფთა ექსპორტის“ ანალიზი ასეთ სურათს გვაძლევს:

1. 2015 წლის სამ კვარტალში მომსახურების ექსპორტი 80 მლნ დოლარით აჭარბებს 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 139 მილიონით - 2013 წლის შესაბამის პერიოდს და 518 მილიონი დოლარით უსწრებს 2012 წლის სამი კვარტლის დონეს.

2. 2015 წლის სამ კვარტალში საქონლის ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, 185 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 53 მილიონით - 2013 წლის შესაბამის პერიოდს და უთანაბრდება 2012 წლის სამი კვარტლის დონეს.

3. 2015 წლის სამ კვარტალში საქონლის და მომსახურების მთლიანი „სუფთა“ ექსპორტი , საქონლის რეექსპორტის გარეშე, 105 მილიონი დოლარით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მაგრამ 86 მილიონი დოლარით აღემატება 2013 წლის შესაბამის პერიოდს და 518 მილიონი დოლარით უსწრებს 2012 წლის სამი კვარტლის დონეს.

საქონლის ექსპორტი, წყარო: საქსტატი; UN Trade Statistics

მომსახურების ექსპორტი, წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი", - წერს დუნდუა.

bpn

bpn