მესტიის რაიონში, სოფელ ციცხვართან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

მესტიის რაიონში, სოფელ ციცხვართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს დილით, დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.